Tuesday, March 29, 2016

ქართული ჟურნალიზმი გლობალური საინფორმაციო-კრეატიული პროცესების სისტემაში

ინფორმაციულ საზოგადოებაში გადასვლის პირობებისდაგვარად მასობრივი ინფორმირების საშუალებებიც იცვლება. ამ დროს უამრავი ფაქტორი იჩენს თავს, რომელთა გათვალისწინების გარეშე, მედია არათუ ვერ შეძლებდა სრულფასოვან ფუნქციონირებას, ხშირ შემთხვევაში, მის არსებობასაც შეექმნებოდა საფრთხე. Gგლობალიზაციისა და საბაზრო ეკონომიკის პირობებში მასმედიის რეგულირების პრობლემა, სახელმწიფოს მხრიდან მისი ეკონომიკური კონტროლის ფორმების, მასმედიის კანონმდებლობის, დასავლურ დემოკრატიებში მისი სახელისუფლებო სამ განშტოებასთან დამოკიდებულების პრინციპები და ფორმები, ეროვნული კანონმდებლობის შემუშავებისას დასავლური გამოცდილების გაზიარება, - აი, იმ პრობლემატიკის არასრული ნუსხა, რომლითაც დღევანდელი ჟურნალისტიკამცოდნეობა ინტერესდება.
„ვინც მოქმედებს, ყოველთვის უსინდისოა, სინდისი აქვს მხოლოდ მაყურებელს”,-გოეთეს ეს გაუხუნარი სიტყვები თანამედროვე მედიისთვისაც ისევე მართებულია, როგორც მისი პირდაპირი ადრესატის- ხელისუფლებისთვის. მაგრამ თვით ცხოვრებაა ასეთი და არა მისი პირმშო კერძო პიროვნება. საჭიროა დროის გაგება, იმ ეპოქისა, რომელშიც მოღვაწეობ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებ ჭვრიტო და დადგე ზედაპირზე, გაბატონებულ აზრზე მაღლა, შექმნა კვლევის სისტემა, საზომი, რათა მომავლის გადმოსახედიდან შეაფასო და დაინახო რეალობა, მისი ნამდვილი რაობა. მაგრამ, ვგონებ, სასურველის სინამდვილედ წარმოჩენის სურვილს ემსგავსება ეს აზრები. ამ მოთხოვნების შესრულება, პოეტისა არ იყოს, გულიდან სისხლის წვეთებს მოითხოვს და ერთი კონკრეტული დროის მონაკვეთისთვის მისი წაყენება, მით უფრო, ახალგაზრდა დემოკრატიის პირობებში, როდესაც მედიას „გარდატეხის ასაკიდან” გამოყოლილი კომპლექსებისგან თავის დაღწევა ასე უჭირს, სამართლიანად არ ჩაითვლება. მწყობრი კვლევითი სისტემის ჩამოყალიბებას თანმიმდევრული ღვწა და ხანი სჭირდება. ხოლო, პირველ ყოვლისა, მეცნიერება ჟურნალისტიკის შესახებ შესწავლის ობიექტის დინამიურობას, განვითარებადობას უნდა ითვალისწინებდეს. მხოლოდ ამ კონტექსტშია შესაძლებელი კვლევის სწორი მიმართულების პოვნა (პრესა ხომ საწუთროსავით უმდგრადია, - მუდმივ ცვალებადობაშია).
პრესის თავისუფლებაზე და მასზე, როგორც სახელისუფლებო ინსტრუმენტზე, პოლიტიკურ იარაღზე საუბარი დღეს არ დაწყებულა. იგი დიდი ხანია ქცეულა არაერთი მოაზროვნის ფიქრის საგნად. თითქმის საუკუნის წინ დაიწერა გერმანელი ფილოსოფოსის ოსვალდ შპენგლერის „პოლიტიკის ფილოსოფია“ და საზოგადოებრივ ცნობიერებაზე მასობრივი საინფორმაციო საშუალებების გავლენის შესახებ მასში გამოთქმული თვალსაზრისი დღესაც ინარჩუნებს აქტუალობას. ასე განსაჯეთ, დროის აქსესუარი რომ ჩამოგვეშორებინა, დღევანდელობის ანალოგიას მივიღებდით. მისი აზრით, როგორც ანტიკურმა ქვეყანამ, რომის ფორუმის სახით, გამონახა საშუალება მასაზე ზემოქმედებისათვის, ისე თანადროულმა (ცხადია, ფილოსოფოსის ეპოქა იგულისხმება) ევროპა-ამერიკის პოლიტიკამ, პრესის სახით, გავლენის ისეთი არე იპოვა, „რომლის სულიერი და ფულადი ძლიერება მსოფლიო ყველა კუთხემდე სწვდება, რომელშიაც შებმულია ყველა და ყოველი და იძულებულია ისე იფიქროს, ისე იაზროვნოს, ისე იმოქმედოს, როგორც ეს სადღაც შორს მყოფ პიროვნებას მიზანშეწონილად მიაჩნია.“1
შპენგლერის აზრით, დღევანდელი პრესა (უცვლელად ვტოვებთ რვა ათეული წლის წინანდელ დროის მსაზღვრელს, ჩვენს შემთხვევაში მხოლოდ ინფორმირების საშუალებები იზრდება - მ.შ.) უდიდესი არმიაა და მას საუკეთესო ორგანიზაცია აქვს. ჟურნალისტი ოფიცერია, ჯარისკაცი კი- მკითხველი და „აქ ის ხდება, რაც ყველა არმიაში: ჯარისკაცი ბრმად იჯერებს...მკითხველმა არ იცის, თუ რა სურთ გააკეთონ მისი ხელით და არც მოვალეა ეს იცოდეს...ამაზე უფრო საშინელი სატირა აზროვნების თავისუფლების შესახებ სწორედ აღარ შეიძლება არსებობდეს. ძველად თავისუფალი აზროვნება არ იყო ნებადართული. დღეს მხოლოდ იმის აზროვნება შეიძლებარაც უსათუოდ უნდა იაზროვნო დასწორედ ეს არის შენი თავისუფლება. ამ თავისუფლების მეორე მხარე ის გახლავთ, რომ ყველას აქვს უფლება ილაპარაკოს, რაც სურს, მაგრამ სწორედ პრესის საქმეა, გაუწევენ ამას ანგარიშს თუ არა: „პრესას შეუძლია ყოველივე „ჭეშმარიტებას“ სიკვდილი მიუსაჯოს, ის არ ისურვებს „ჭეშმარიტების” გავრცელებას და ეს სიჩუმის საშინელი ცენზურა იმდენად ძლიერია, რამდენადაც გაზეთის მკითხველი მონა ვერაფერს იგებს მის შესახებ.“

Wednesday, March 23, 2016

ჟურნალისტიკა დღეს

ჟურნალისტების სამეტყველო ენა, ბევრჯერ გამხდარა განხილვის საგანი. ტელეწამყვანების მიერ დაშვებულ შეცდომებს კი, ბევრი მაყურებელი გაუღიზიანებია. თუ რა, ხარვეზებია ქართულ მედიასივრცეში სამეტყველო ენის კუთხით, როგორია დღეს ქართული ჟურნალისტიკა, სახელმწიფო რამდენად ზრუნავს ენის განვითარებაზე და როგორი მომავალი აქვს მედიას საქართველოში, ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ”თბილისი თაიმსს” ფილოლოგი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამაზ ჯოლოგუა ესაუბრა.
  • ბატონო თამაზ,  როგორ შეაფასებთ ქართული მედიის გრამატიკულ ენას? რამდენად გამართული ქართულით მეტყველებენ ჟურნალისტები?
ქართველი ჟურნალისტები, სამწუხაროდ, არ მეტყველებენ გამართული ენით. აქვთ ძალიან მძიმე სინტაქსური კონსტრუქციები. რაც ყველაზე მთავარია, სახეზეა ლექსიკური სიღარიბე, ვინაიდან საზოგადოება არსებითად მედიის ენით ლაპარაკობს. სასურველია, ჟურნალისტებმა ეს ვითარება გამოასწორონ. ენის გაღარიბება აზროვნების გაღარიბებას იწვევს, ჟურნალისტებს მეტი პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი მართებთ.
  • მედიის წარმომადგენლებმა რა მოვუხერხოთ იმ სიტყვებს, რომლებიც  ტექნიკურ პროგრესთან ერთად გავრცელდა და ქართულ ენაშიც დაიმკვიდრა ადგილი?
ტექნიკურ პროგრესთან დაკავშირებული სიძნელეები ნამდვილად არსებობს. ეს, რასაკვირველია არ არის ჟურნალისტების ბრალი, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად უკვე ენის  სპეციალისტების ჩარევაა საჭირო.
https://www.google.ge/search?q=%E1%83%9F%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90+%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%A1&espv=2&biw=1680&bih=905&source=lnms&sa=X&ved=0ahUKEwiT0rDK1dbLAhXD8ywKHZxCA5gQ_AUIBigA&dpr=1
  • ცნობილი ტელეწამყვანების საუბრის კულტურაზე რას გვეტყვით, ყველაზე მეტად რა სახის შეცდომებს უშვებენ ისინი სატელევიზიო ეთერში ყოფნისას?
მათი მთავარი შეცდომა, არის ის, რომ წამყვანი ფაქტობრივად, არის კომუნიკატორი მოწვეულ სტუმარსა და საზოგადოებას შორის. წამყვანები ცდილობენ, თვითონ ჩანდნენ ტელეეკრანზე, რაც არ ვარგა, ამ შემთხვევაში მე არ მაინტერესებს ჟურნალისტის, ტელეწამყვანის თვალსაზრისი, მე მაინტერესებს მოწვეული სტუმრის მოსაზრება, ეს არის მთავარი ხარვეზი. ასევე ხარვეზია,  გადაცემის წაყვანის ნერვიული სტილი, წამყვანები არ აცლიან სტუმარს საუბარს, რადგან საკუთარი თავი უნდა გამოაჩინონ,  ეს პრობლემები ყველა ტელეწამყვანსა თუ ჟურნალისტს არ ეხება, თუმცა მეტნაკლებად ყველას პრობლემა გახლავთ.
  • თქვენი აზრით, რა გზა არსებობს მდგომარეობის გამოსასწორებლად? რას ურჩევდით ჟურნალისტებს?
ჟურნალისტებს, პირველრიგში ვურჩევდი, მეტად გაიაზრონ დაკისრებული პასუხისმგებლობა. გამოსავალს რაც შეეხება, მგონია, რომ ჩვენს საზოგადოებას სათანადოდ არა აქვს გამოყენებული საზოგადოებრივი მაუწყებლის რესურსები. ჟურნალისტიკა ასრულებს იმას, რასაც საზოგადოება მისგან მოითხოვს, თუ ასე არ გააკეთებს, მაშინ რეიტინგული არ იქნება, არ ექნება რეკლამა, რის გარეშეც ფინანსური დამოუკიდებლობაც არ ექნება. ამ თვალსაზრისით, საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკლამაზე დამოკიდებულობის პრობლემა არა აქვს, მას ასევე შეუძლია და აქვს უფლება  არ იყოს დამოკიდებული რეიტინგებზე. ეს რესურსი აუცილებლად გამსოაყენებელია.

კუჭის კიბო

კუჭის სიმსივნეების 90-95% ავთვისებიანია. მათი 95% კარცინომაა. ავადობისა და სიკვდილიანობის მხრივ კუჭის კიბოს მეორე ადგილი უკავია ფილტვების კიბოს შემდეგ. ავთვისებიანი სიმსივნის ეს ფორმა მამაკაცებში 2-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება. ყველაზე ხშირად 40-45 წლის ასაკში იჩენს თავს, თუმცა არცთუ იშვიათია 30-35 წლის და უფრო ადრეულ ასაკშიც. მამაკაცებს კუჭის კარცინომა უმთავრესად 50-57 წლის ასაკში უვლინდებათ.
კიბო კუჭის ლორწოვანი გარსის ჯირკვლოვანი ეპითელიუმისგან წარმოიქმნება და ადენოკარცინომის მსგავსი სტრუქტურისაა, მაგრამ არცთუ იშვიათად აქვს უფრო ანაპლაზიური ხასიათიც.
განასხვავებენ დაავადების სამ სტადიას:
I სტადია - სიმსივნის დიამეტრი არ აღემატება 2 სმ-ს, მოიცავს მხოლოდ ლორწოვან გარსს, არ შეიმჩნევა მეტასტაზები ლიმფურ კვანძებში;
II სტადია - სიმსივნური წარმონაქმნის დიამეტრი უტოლდება 4-5 სმ-ს, ჩაზრდილია ლორწოვანქვეშა და კუნთოვან გარსში, შესაძლოა, განვითარდეს რეგიონული მეტასტაზები;
III სტადია - სიმსივნე დიდი ზომისაა, ჩაზრდილია სეროზულ გარსსა და მეზობელ ორგანოებში, განვითარებულია შორეული მეტასტაზები.
ოპერაციული ჩარევის შემდეგ სიმსივნე TNM სისტემის მიხედვით კლასიფიცირდება.
ზრდის მიხედვით განასხვავებენ კუჭის კიბოს ოთხ ფორმას.
  • http://www.mkurnali.ge/component/encyclopedia/?task=term&id=559
  • პოლიპისებრი, ეგზოფიტურად მზარდი კიბო მკვეთრად გამოყოფილ და კუჭის სანათურში სოკოსებურად მზარდ სიმსივნეს წარმოადგენს. ეს ფორმა ნელა იზრდება, გვიან ვლინდება და მეტასტაზირდება, რაც მის კეთილსაიმედოობაზე მეტყველებს.
  • ლანგრისებრი ეგზოფიტურად მზარდი კიბო წარმოადგენს მკვეთრად შემოფარგლულ ბრტყელ წყლულს, რომელსაც გარს აკრავს მაღალი ლილვაკი. იგი მეტასტაზებს შედარებით გვიან იძლევა.
  • ინფილტრაციულ-წყლულოვანი კიბო წყლულს ჰგავს, მაგრამ არ გააჩნია მკვეთრი საზღვრები. კუჭის კედელი დიფუზურად ინფილტრირებულია.
  • მეოთხე ფორმაა ინფილტრირებული კიბო ხილული საზღვრების გარეშე.