ჟურნალისტების სამეტყველო ენა, ბევრჯერ გამხდარა განხილვის საგანი. ტელეწამყვანების მიერ დაშვებულ შეცდომებს კი, ბევრი მაყურებელი გაუღიზიანებია. თუ რა, ხარვეზებია ქართულ მედიასივრცეში სამეტყველო ენის კუთხით, როგორია დღეს ქართული ჟურნალისტიკა, სახელმწიფო რამდენად ზრუნავს ენის განვითარებაზე და როგორი მომავალი აქვს მედიას საქართველოში, ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ”თბილისი თაიმსს” ფილოლოგი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამაზ ჯოლოგუა ესაუბრა.
- ბატონო თამაზ, როგორ შეაფასებთ ქართული მედიის გრამატიკულ ენას? რამდენად გამართული ქართულით მეტყველებენ ჟურნალისტები?
ქართველი ჟურნალისტები, სამწუხაროდ, არ მეტყველებენ გამართული ენით. აქვთ ძალიან მძიმე სინტაქსური კონსტრუქციები. რაც ყველაზე მთავარია, სახეზეა ლექსიკური სიღარიბე, ვინაიდან საზოგადოება არსებითად მედიის ენით ლაპარაკობს. სასურველია, ჟურნალისტებმა ეს ვითარება გამოასწორონ. ენის გაღარიბება აზროვნების გაღარიბებას იწვევს, ჟურნალისტებს მეტი პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი მართებთ.
- მედიის წარმომადგენლებმა რა მოვუხერხოთ იმ სიტყვებს, რომლებიც ტექნიკურ პროგრესთან ერთად გავრცელდა და ქართულ ენაშიც დაიმკვიდრა ადგილი?
ტექნიკურ პროგრესთან დაკავშირებული სიძნელეები ნამდვილად არსებობს. ეს, რასაკვირველია არ არის ჟურნალისტების ბრალი, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად უკვე ენის სპეციალისტების ჩარევაა საჭირო.
https://www.google.ge/search?q=%E1%83%9F%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90+%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%A1&espv=2&biw=1680&bih=905&source=lnms&sa=X&ved=0ahUKEwiT0rDK1dbLAhXD8ywKHZxCA5gQ_AUIBigA&dpr=1- ცნობილი ტელეწამყვანების საუბრის კულტურაზე რას გვეტყვით, ყველაზე მეტად რა სახის შეცდომებს უშვებენ ისინი სატელევიზიო ეთერში ყოფნისას?
მათი მთავარი შეცდომა, არის ის, რომ წამყვანი ფაქტობრივად, არის კომუნიკატორი მოწვეულ სტუმარსა და საზოგადოებას შორის. წამყვანები ცდილობენ, თვითონ ჩანდნენ ტელეეკრანზე, რაც არ ვარგა, ამ შემთხვევაში მე არ მაინტერესებს ჟურნალისტის, ტელეწამყვანის თვალსაზრისი, მე მაინტერესებს მოწვეული სტუმრის მოსაზრება, ეს არის მთავარი ხარვეზი. ასევე ხარვეზია, გადაცემის წაყვანის ნერვიული სტილი, წამყვანები არ აცლიან სტუმარს საუბარს, რადგან საკუთარი თავი უნდა გამოაჩინონ, ეს პრობლემები ყველა ტელეწამყვანსა თუ ჟურნალისტს არ ეხება, თუმცა მეტნაკლებად ყველას პრობლემა გახლავთ.
- თქვენი აზრით, რა გზა არსებობს მდგომარეობის გამოსასწორებლად? რას ურჩევდით ჟურნალისტებს?
ჟურნალისტებს, პირველრიგში ვურჩევდი, მეტად გაიაზრონ დაკისრებული პასუხისმგებლობა. გამოსავალს რაც შეეხება, მგონია, რომ ჩვენს საზოგადოებას სათანადოდ არა აქვს გამოყენებული საზოგადოებრივი მაუწყებლის რესურსები. ჟურნალისტიკა ასრულებს იმას, რასაც საზოგადოება მისგან მოითხოვს, თუ ასე არ გააკეთებს, მაშინ რეიტინგული არ იქნება, არ ექნება რეკლამა, რის გარეშეც ფინანსური დამოუკიდებლობაც არ ექნება. ამ თვალსაზრისით, საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკლამაზე დამოკიდებულობის პრობლემა არა აქვს, მას ასევე შეუძლია და აქვს უფლება არ იყოს დამოკიდებული რეიტინგებზე. ეს რესურსი აუცილებლად გამსოაყენებელია.
No comments:
Post a Comment